HIT Hub Insight:
„სფეროში, სადაც ყველაფერი ემოციით იწყება, HIT Hub ციფრულ ტექნოლოგიას მეღვინეობის მდგრად საოპერაციო ხერხემლად აქცევს.“ — 360Winery-ის ოფიციალური განცხადება.
მოხარულები ვართ გაგიზიაროთ ჩვენი კანადელი პარტნიორების, 360Winery-ის ოფიციალური განცხადება. გლობალურმა ბრენდმა HIT Hub საქართველოში სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადა, რათა ერთობლივად დავნერგოთ თანამედროვე მეღვინეობის ERP (Enterprise Resource Planning) გადაწყვეტილებები ქვეყნის მასშტაბით.
WOM ციკლი პირველად საქართველოში
როგორც 360Winery თავის პრესრელიზში აღნიშნავს, HIT Hub-ის მიდგომა ღრმად ეფუძნება რეალურ ინდუსტრიულ პრაქტიკას. პირველად საქართველოში, ჩვენ მარნებს ვთავაზობთ სრულ საოპერაციო ციკლს (Winery Operations Management) ერთი ფანჯრის პრინციპით:
- წარმოების კონტროლი: სრული მიკვლევადობა (Traceability) ვენახიდან — ბოთლში ჩამოსხმამდე.
- მარაგები და ფინანსები: ნედლეულის ზუსტი მართვა და რეალურ დროში დათვლილი თვითღირებულება.
- გაყიდვები (Sales): გაყიდვების მართვა როგორც B2B პორტალით, ისე პირდაპირი მომხმარებლისთვის (DTC).
