HIT Hub Insight:
ფრაგმენტული აღრიცხვა და განყოფილებებს შორის დაგვიანებული კომუნიკაცია აფერხებს ბიზნეს-გადაწყვეტილებებს. დროა, მარნის მართვა სრულად ციფრული გახდეს.
ქაოსიდან — ერთიან სისტემამდე
ღვინის წარმოების პროცესი მონაცემთა შიდა აღრიცხვიანობის მრავალ ცვლადს და სახელმწიფო აღრიცხვიანობის სავალდებულო ფორმების წარმოებას საჭიროებს. რთველიდან დაწყებული — ფერმენტაციის, ღვინოების ტექნოლოგიური დამუშავების, ლაბორატორიული ანალიზების, მუხის კასრებში დავარგების, მარაგებისა და ლოჯისტიკის მართვის, ექსპორტის დოკუმენტაციისა თუ ფინანსური აღრიცხვიანობის ჩათვლით.
დღეისათვის, მარნების უმეტესობაში ეს პროცესები ფრაგმენტულ და არასისტემურ ხასიათს ატარებს. განყოფილებებს შორის ინფორმაციის გაცვლა ჭიანურდება, რაც უპირობოდ აფერხებს კომპანიაში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას.
რას ცვლის HIT.WOM (By 360Winery)?
ეს არის პირველი ციფრული პროგრამა საქართველოში, რომელსაც გუნდის წევრებისთვის საჭირო ყველა ცვლადი ერთ ეკრანზე შემოაქვს. ჩვენი მიზანია დავნერგოთ მონაცემთა პროგრამული აღრიცხვიანობის უმაღლესი სტანდარტი, რაც უზრუნველყოფს:
- ფინანსური დანახარჯების მკვეთრ შემცირებას (ზუსტი თვითღირებულება და დანაკარგების პრევენცია).
- გუნდის ეფექტურობის ზრდას (დავალებების პერსონალური განაწილება და პასუხისმგებლობების გამჭვირვალობა).
- უწყვეტ მიკვლევადობას ვენახიდან — კლიენტის მაგიდამდე.
